აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ადაპტირებული გადასაადგილებელი ეტლები გადაეცათ

 

2017 წლის 3 აგვისტოს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ორგანიზაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის” ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში, იმერეთის რეგიონში განსახლებულ (ქუთაისი, სამტრედია და წყალტუბო) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ხუთ  პირს ადაპტირებული გადასაადგილებელი ეტლები გადაეცათ.

ეტლების გადაცემის პროცესს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეები მარინა ონიანი და თენგიზ კვირტია, აგრეთვე იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა და წარმომადგენლობის დევნილებთან ურთიერთობის, სოციალურ საკითხთა და რეგიონული მართვის სამსახურის უფროსი გიორგი ლეკვეიშვილი და ამავე სამსახურის წყალტუბოს რაიონული განყოფილების უფროსი თეიმურაზ კუხალაშვილი ესწრებოდნენ.

ქ.ქუთაისში „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველომ“ „ც-ჰეპატიტსა“ და „აივ“ ვირუსზე სკრინინგი ჩაატარა

2017 წლის 17-18 ივნისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების” პროგრამის ფარგლებში, ხონსა და წყალტუბოში მცხოვრებ დევნილთათვის უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევების მიმდინარეობისას სამედიცინო გამოკვლევებს შემოუერთდა „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველო“, სადაც, ჯანდაცვის სამინისტროსა და ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს შორის მოხდა სიტყვიერი შეთანხმება შემდგომში  მსგავსი გამოკვლევების ჩატარების თობაზე. შეთანხმებისამებრ, 2017 წლის 25-26 ივლისს, იმერეთის , გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რებიონებსა და აჭარის ა/რ-ში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის ინიციატივითა და მხარდაჭერით, „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველომ“ ქ. ქუთაისში დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტებში, კერძოდ: ლესელიძის #1 სასტუმრო „ხვამლი“; ლესელიძის #3 ყოფილი ფიზიკა-მათემატიკური სკოლა; ავტომშენებლის #41 „აერტოპორტის ადმინისტრაციული შენობა“, თაბუკაშვილის #98 „ყოფილი სააფთიაქო სამმართველო“ ჩაატარა სკრინინგი  „ც-ჰეპატიტსა“ და „აივ“ ვირუსზე. წარმომადგენლობის მხრიდან გამოკვლევას ორგანიზებას უწევდნენ წარმომადგენლობის დევნილებთან ურთიერთობის, სოციალურ საკითხთა და რეგიონული მართვის სამსახურის უფროსი გიორგი ლეკვეიშვილი და ამავე სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ირინე წიფიანი. სკრინინგი კვლავ გაგრძელდება წინასწარ შეთანხმებული გეგმის მიხედვით.

2017 წლის 26 ივნისს, ქ. ქუთაისში, აფხაზეთის სსიპ „ბიზნესინკუბატორსა” და სსიპ „გამწვანებისა და გარემოდაცვითი პროექტების სააგენტოს” შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

2017 წლის 26 ივნისს, ქ. ქუთაისში, აფხაზეთის სსიპ „ბიზნესინკუბატორსა” და სსიპ „გამწვანებისა და გარემოდაცვითი პროექტების სააგენტოს” შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა ალუ გამახარიამ  და   ჯუმბერ ბოიკომ   მოაწერეს ხელი.

შეთანხმება ითვალისწინებს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დასაქმების ხელშეწყობას და მათი განსახლებისა და საქმიანობის ადგილებში ეკოლოგიური მდგომარეობის  გაუმჯობესებას. კითხვის გაგრძელება

2017 წლის 24 ივნისს ქ. ბათუმში აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა კონცერტი გამართა

2017 წლის 24 ივნისს ქ. ბათუმში აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა (სამხატვრო ხელმძღვანელი ლევან ღვინჯილია), დასავლეთ საქართველოს ტურნეს დასკვნითი კონცერტი ზუგდიდში გამართა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ქართულ-აფხაზური ფოლკლორისა და ქორეოგრაფიის საუკეთესო ნიმუშები. სახელმწიფო ანსამბლთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი, საქართველოს სახალხო არტისტი დიმიტრი ჯაიანი. გამართულ ღონისძიებებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები,იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ა/რ -ში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა,  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, ქალაქ ფოთისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხელისუფლების წარმომადგენლები, აჭარაში მცხოვრები აფხაზების შთამომავლები, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები და ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ბათუმში დევნილ მოსახლეობას შეხვდა

2017 წლის 24 ივნისს ბათუმში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია დევნილ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ა/რ -ში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა.  აჭარაში მცხოვრებმა იძულებით გადაადგილებულმა პირებმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან, მთავრობის წარმომადგენლებთან არსებულ პრობლემურ საკითხებზე და მათ გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.

ტრენინგი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში” ცვლილებების შესახებ

2017 წლის 20 ივნისს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდას” პროექტის “საქართველოში საჯარო სამსახურის რეფორმის მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოების მიერ” – ფარგლებში ჩატარდა შეხვედრა საჯარო სამსახურის რეფორმისა და საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონით გათვალისწინებულ ცვლილებებზე.  ტრენინგი ჩაატარა – „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ თამარ ფაჩულიამ  ფონდი „აფხაზინტერკონტის“ თანამშრომელ პაატა შარაშენიძესთან ერთად. ტრენინგ-სემინარს ესწრებოდნენ წარმომადგენლობის თანამშრომლები  და საიას ქუთაისის ფილიალის პროგრამების მენეჯერი ნოდარ ჯიქია. ტრენინგზე ვრცლად ისაუბრეს 2015 წლის 27 ოქტომბერს მიღებულ  „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც ძალაშია 2017 წლის 1 ივლისიდან. აღინიშნა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი ქმნის, კარიერულ წინსვლასა და დამსახურებაზე დაფუძნებულ, პროფესიულ საჯარო სამსახურს. თავდაპირველად მსმენელები გაეცნენ საჯარო სამსახურის არსს, ცნებებსა და პრინციპებს. შემდეგ  კი დრო დაეთმო ისეთ საკითხებს, როგორიცაა: საჯარო სამსახურში მიღება; კარიერის მართვა; მოხელის უფლებები და მოვალეობები; მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება.

2017 წლის 17-18 ივნისს ხონსა და წყალტუბოში მცხოვრებ დევნილთათვის უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩატარდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების” პროგრამის ფარგლებში, ხონსა და წყალტუბოში მცხოვრებ დევნილთათვის უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩატარდა. გამოკვლევები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და 450-მდე დევნილს გაეწია მომსახურება.

გამოკვლევებში მონაწილეობას იღებდნენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალ „ნიუ ვიჟენი“-ს, „აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის“, კლინიკა „ენმედიცი“-ს, თვალის კლინიკა შ.პ.ს. „ახალი მზერას“ და ჩიჩუების სამედიცინო ცენტრ „მზერას“ წამყვანი კლინიკის სპეციალისტები. მოქალაქეებმა მიიღეს კარდიოლოგის, ექოსკოპისტის, ქირურგის, თერაპევტის, ბავშვთა ნერვოლოგის, ონკოლოგის, გინეკოლოგის, მამოლოგის, ენდოკრინოლოგის, ოფთალმოლოგისა და დერმატოლოგის მომსახურება და 150 ბენეფიციარს ჩაუტარდა სკრინინგული ტესტები C-ჰეპატიტზე. სამედიცინო გამოკვლევების პარალელურად, დევნილებს უფასოდ დაურიგდათ სხვადასხვა დანიშნულების მედიკამენტი. კითხვის გაგრძელება