სიახლეები

ქუთაისში, ნიკეას პირველი შესახვევი, #13-ში „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების განმსაზღვრელ კომისიამ“ სარემონტო სამუშაოები დაასრულა

წარმომადგენლობის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების განმსაზღვრელ კომისიას“ განცხადებით მომართა ქ.ქუთაისი, ნიკეას პირველი შესახვევი, #13-ში, მცხოვრებმა დევნილებმა, სადაც აღწერილი იყო შენობაში არსებული პრობლების შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით იმავე დღეს ადგილზე გავიდნენ კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები. ადგილზე დათვალიერებისას გამოიკვეთა, რომ შენობის სადარბაზოს შესასვლელი არ არის გადახურული, რის გამოც წვიმიან და თოვლიან ამინდში სადარბაზო იტბორება. პრობლემის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საჭიროა  შენობის სადარბაზოების შესასვლელის გადახურვა, რომლის ღირებულება შეადგენს 788,55 ლარს (შვიდასოთხმოცდარვა ლარი და ორმოცდათხუთმეტი თეთრი). აღნიშნულთან დაკავშირებით  შესაბამისი ფინანსური დოკუმენტების მომზადების შემდეგ სამუშაოები შესრულდა და  მიმდინარე წლის 4  ოქტომბერს ჩაბარდა.

იხ. ფოტომასალა

5 ოქტომბერი – გენოციდის მსხვერპლათა ხსოვნის დღე

რამდენიმე წელია რაც აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით 5 ოქტომბერი დაწესდა როგორც აფხაზეთში მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელებული გენოციდისა და ეთნიკური წმენდის მსხვერპლათა ხსოვნის დღე. საპატრიარქოსთან შეთანხმებით, ამ დღესთან დაკავშირებით,  იმ ქალაქებში, სადაც დევნილები მასობრივად არიან ჩასახლებული, გადაიხდება დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პარაკლისი. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, წარმომადგენლობის საკურატორო რეგიონის რამოდენიმე ქალაქში, კერძოდ,  ბათუმში, ხონსა და ქუთაისში ეს დღე პარაკლისით აღინიშნა.

კითხვის გაგრძელება

სოხუმის დაცემის დღიდან 24 წელი გავიდა

სოხუმის დაცემის დღიდან 24 წელი გავიდა. ამ დღის აღსანიშნავად საკურატორო რეგიონის რიგ ქალაქებში ღონისძიებები გაიმართა. კერძოდ, ხონის მუნიციპალიტეტში იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ზაზა ჩაჩავამ და წარმომადგენლობის თანამშრომლებმა  აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლინობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას.  ასევე, იმყოფებოდნენ მუნიციპალიტეტის გამგებელი და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირები, აფხაზეთის ომის ვეტერანები. დღესვე , ცნობილი გახდა , რომ თვითმმართველობაში აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირთა ახალი მემორიალის დადგმაზე მუშაობენ. მაკეტებს დღეს მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ლილუაშვილი და საზოგადოება გაეცნო. კითხვის გაგრძელება

ქუთაისში, ნიკეას #21-ში „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების განმსაზღვრელ კომისიამ“ სარემონტო სამუშაოები დაასრულა

მიმდინარე წლის 6 სექტემბერს წარმომადგენლობის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების განმსაზღვრელ კომისიას“ განცხადებით მომართა ქ.ქუთაისი, ნიკეას ქ.#21, მცხოვრებმა დევნილებმა, სადაც აღწერილი იყო შენობაში არსებული პრობლების შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით იმავე დღეს ადგილზე გავიდნენ კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები. ადგილზე დათვალიერებისას გამოიკვეთა, რომ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე არის დამონტაჟებული წყლის ავზი, რომლის ახლოსაც გადის დენის სადენები. პრობლემის კითხვის გაგრძელება

აფხაზეთში ომის დაწყებიდან 25 წელი გავიდა

დღეს, 14 აგვისტოს, აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 25 წელი გავიდა. ამ ტრაგიკული დღის აღსანიშნავად  იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ა/რ – ში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმოამდგენლობის ხელმძღვანელმა ზაზა ჩაჩავამ და წარმომადგენლობის თანამშრომლებმა ქ. ქუთაისში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. მემორიალზე იმყოფებოდნენ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის იმერეთის სამმართველოს უფროსი გელა ცინაძე და სამსახურის თანამშრომლები. ასევე,  ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ქუთაისის საქალაქო კავშირის თავმჯდომარე მიხეილ (გოგი) ჯანელიძე, ა/ო „აფხაზინტერკონტის“ თავმჯდომარე არჩილ ელბაქიძე და აფხაზეთის ომის ვეტერანები.

წარმომადგენლობაში სსიპ საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტების დამდგენი კომისიის გასვლითი სხდომა შედგა

მიმდინარე წლის 10 აგვისტოს ქ. ქუთაისში იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ოფისში გაიმართა სსიპ საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტების დამდგენი  კომისიის გასვლითი სხდომა. ეს აღნიშნული კომისიის პირველი გასვლითი სხდომა იყო რეგიონში, რასაც წინ უსწრებდა წარმომადგენლობისა და სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელების ერთობლივი ინიციატივა – შეთანხმება, რაც ერთის მხრივ მიზნად ისახავდა ვეტერანის სტატუსის მაძიებელ მოქალაქეთათვის ქ. თბილისში კომისიაზე გამოცხადებასთან დაკავშირებული გარკვეული პრობლემებისა და დისკომფორტის არმოფხვრა-მოგვარებისა და მეორეს მხრივ რეგიონში განთავსებული ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანთა წინაშე არსებული პრობლემების გაცნობას. კითხვის გაგრძელება

2017 წლის 9 აგვისტოს წარმომადგენლობაში შედგა რიგით მეორე შეხვედრა ქ.ქუთაისში განთავსებულ დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებთან

2017 წლის 9 აგვისტოს, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ა/რ-ში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობაში უკვე მეორედ შედგა შეხვედრა ქ.ქუთაისში განთავსებულ დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებთან. შეხვედრაზე  წარმადგენლობის ხელმძღვანელმა ზაზა ჩაჩავამ დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროს ახალი ინიციატივის შესახებ, რომელიც სამისტროს მიერ დადგენილი კატეგორიის მქონე დევნილთათავის, უფასო მედიკამენტების გაცემას ითვალისწინებს. თავის მხრივ, ამხანაგობების თავმჯდომარეებმა წამოწიეს ის პრობლემები, რომელიც შესაბამის კომპაქტური ჩასახლების ობიექტებში დგას. პრობლემები არის როგორც საყოფაცხოვრებო-კომუნალური ხასიათის, ასევე, მოიცავს ამხანაგობებსა და მერიასთან უთიერთობის ხარვეზებს. წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ჩაინიშნა და კონტროლზე აიყვანა მათი გადაწყვეტის საკითხი.

შემდეგი შეხვედრა დაიგეგმა 6 სექტემბერს