ხელმძღვანელის მოადგილე

ნათია რომანის ასული კოპალიანი დაიბადა 1981 წლის 3 ივლისს, ქ.სოხუმში. 1998 წელს ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში ეკონომისის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 2002 წელს აღრიცხვა, კონტროლი, აუდიტის სპეციალობით და მიენიჭა ეკონომიკის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. იმავე წელს ჩაირიცხა საქართველოს სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტში  ეკონომიკის ფაკულტეტზე, ფინანსები და საბანკო საქმის სპეციალობით, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 2004 წელს მიენიჭა ეკონომიკის მაგისტრის  აკადემიური ხარისხი.

2003-2005 წლებში მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში ეკონომიკური თეორიისა და შემდეგ, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების კათედრაზე ლაბორანტად.

2005-2008  წლებში მუშაობდა იმერეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობაში მთავარი სპეციალისტის, შემდეგ, აპარატის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე;

2008-2015 წლებში იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში აპარატის უფროსის თანამდებობაზე;

2015 წლის 17 ნოემბრიდან დაინიშნა იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე.

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი