დღე: 30.07.2018

სამტრედიაში, დ.აღმაშენებლოს #244, ყოფილი რკინიგზის საავადმყოფოს შენობაში „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების განმსაზღვრელ კომისიამ“ სარემონტო სამუშაოები დაასრულა.

წარმომადგენლობის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების განმსაზღვრელ კომისიას“ განცხადებით მომართეს სამტრედიაში, დ.აღმაშენებლოს #244, ყოფილი რკინიგზის საავადმყოფოს შენობაში    მცხოვრებმა დევნილებმა, სადაც აღწერილი იყო შენობაში არსებული პრობლების შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით იმავე დღეს ადგილზე გავიდნენ კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები. ადგილზე დათვალიერებისას გამოიკვეთა, რომ საჭიროა თოვლის შემაკავებლის დამონტაჟბა.  პრობლემის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ სამუშაოების ღირებულება შეადგენს დაახლოებით 800 ლარს. (რვაასი). აღნიშნულთან დაკავშირებით  შესაბამისი ფინანსური დოკუმენტების მომზადების შემდეგ სამუშაოები შესრულდა და  მიმდინარე წლის 13 ივლისს ჩაბარდა.

იხ. ფოტომასალა