თვე: თვე

ქუთაისში, აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე კიპარისები დაირგო

დღეს იმერეთის გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ა/რ-ში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის ინიციატივით ქუთაისში, აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე კიპარისები დაირგო. აღნიშნული ინიციატივა განხორციელდა აფხაზეთის ა/რ სოფლის მეოურნეობის დეპარტამენტის მხარდაჭერით, რომლებმაც წარმომადგენლობას უსასყიდლოდ გადასცეს კიპარისების ნერგები. აქციაში მონაწილეობდნენ წარმომადგენლობის თანამშრომლები და აფხაზეთის ომის ვეტერანები.

 

1993 წლის 16 მარტს სოხუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ა/რ – ში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის ბათუმის ოფისის თანამშრომლებმა, ვეტერანებმა და დევნილმა საზოგადოებამ, ადგილობრივი სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებმა ბათუმში, ჟიული შარტავას ბიუსტთან, აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ბათუმში წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა, აფხაზეთიდან დევნილმა მამა გიორგიმ გმირულად დაღუპული მებრძოლების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. შეკრებილებმა 25 წლის წინანდელი მოვლენები გაიხსენეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

 

წარმომადგენლობამ აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

1993 წლის 15-16 მარტს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, თანამშრომლებმა და აფხაზეთის ომის ვეტერანებმა ქუთაისში აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას

 

 

იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმოადგენლობა ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ  გარდაიცვალა წარმომადგენლობის თანამშრომელი, აფხაზეთის საზოგადოების ღირსეული წარმომადგენელი, გაგრიდან დევნილი, ქუთაისის ყოფილი ვიცე-მერი,  რამინ ვალიკოს ძე კიზირია და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს.

გამოსვენება –  ხუთშაბათს, 8 მარტს, 3 საათზე.

მისამართი – ქუთაისი,  ილ.ჭავჭავაძის გამზ. N 58, ყოფ.სამუსიკო სკოლა 44 (კორპ. ბ)