დღე: 15.02.2018

2018 წლის 14 თებერვალს სამტრედიაში იმერეთის გუბერნატორთან შეხვედრა შედგა

2018 წლის 14 თებერვალს სამტრედიის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში შედგა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ვახტანგ ყოლბაიასა და ადგილობრივი ტერიტორიული  ერთეულების ხელმძღვანელების შეხვედრა იმერეთის გუბერნატორ გივი ჭიჭინაძესთან.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ  სხდომის მონაწილეებს წარუდგინა ანგარიში 2015-2017 წლებში აფხაზეთის მთავრობის მიერ გაწეული  საქმიანობის შესახებ, ასევე, გააცნო 2018-2020  წლების სამოქმედო გეგმა. კითხვის გაგრძელება

წარმომადგენლობის თანამშრომლები ჭიათურასა და საჩხერეში განსახლებულ დევნილებს შეხვდნენ

2018 წლის 13 თებერვალს წარმომადგენლობის თანამშრომლები ჭიათურასა და საჩხერის მუნიციპალიტეტებში განთავსებულ კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ. შეხვედრაზე დევნილებს მიეწოდათ ინფორმაციები აფხაზეთის ა/რ  მთავრობისა, აფხაზეთის  ა/რ ჯანდაცვის სამინისრტოს, წარმოადგენლობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესახებ. ამავდროულად, მოისმინეს დევნილი მოსახლეობის პრობლემები და  დაისახა გზები წამოჭრილი პრობლემების მოგვარებისათვის.