თვე: თვე

ბათუმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით 27 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა

ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ მომხდარი ხანძრის გამო, რომელსაც 11 ადამიანის სიცოცხლე ესხვერპლა 2017 წლის 27 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა. გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად საქართველოს მთელს ტერიტორიაზე დაეშვა სახელმწიფო დროშები. ტრაგედიის ადგილი მოინახულეს და ყვავილებით შეამკეს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ა/რ-ში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის ბათუმის ოფისის თანამშრომლებმა.

ქუთაისში, ქ.ქუთაისი, სოხუმის ქ.#13 I ჩიხში მდებარე ობიექტზე „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების განმსაზღვრელ კომისიამ“ სარემონტო სამუშაოები დაასრულა

წარმომადგენლობის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების განმსაზღვრელ კომისიას“ განცხადებით მომართა ქ.ქუთაისი, ქ.ქუთაისი, სოხუმის ქ.#13 I ჩიხი, მცხოვრებმა დევნილებმა, სადაც აღწერილი იყო შენობაში არსებული პრობლების შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით იმავე დღეს ადგილზე გავიდნენ კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები. ადგილზე დათვალიერებისას გამოიკვეთა, რომ საჭიროა შენობის ტერიტორიაზე დამონტაჟებული არსებული წყლის ავზიდან კორპუსებში წყლის მიმწოდებელი ტუმბო შეიცვალოს. პრობლემის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ სამუშაოების ღირებულება შესადგენს დაახლოებით 800 ლარს. (რვაასი). აღნიშნულთან დაკავშირებით  შესაბამისი ფინანსური დოკუმენტების მომზადების შემდეგ სამუშაოები შესრულდა და  მიმდინარე წლის 21 ნოემბერს ჩაბარდა.

იხ. ფოტომასალა

ქუთაისში, სს „ქვიტირი“ ყოფილი კემპინგის შენობაში „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების განმსაზღვრელ კომისიამ“ სარემონტო სამუშაოები დაასრულა

წარმომადგენლობის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების განმსაზღვრელ კომისიას“ განცხადებით მომართა ქ.ქუთაისი, სს „ქვიტირი“ ყოფილი კემპინგის შენობაში მცხოვრებმა დევნილებმა, სადაც აღწერილი იყო შენობაში არსებული პრობლების შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით იმავე დღეს ადგილზე გავიდნენ კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები. ადგილზე დათვალიერებისას გამოიკვეთა, რომ შენობის სახურავი ალაგ-ალაგ არის დაზიანებული, რის გამოც წვიმიან და თოვლიან ამინდში საცხოვრებელი ფართები იტბორება. პრობლემის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საჭიროა  შენობის სახურავის დაახლოებით 20 მ/კვ ახლით შეცვლა, რომლის ღირებულება შეადგენს 794,40 ლარი (შვიდას ოთხმოცდათოთხმეტი ლარი და ორმოცი თეთრი). აღნიშნულთან დაკავშირებით  შესაბამისი ფინანსური დოკუმენტების მომზადების შემდეგ სამუშაოები შესრულდა და  მიმდინარე წლის 1 ნოემბერს ჩაბარდა.

იხ. ფოტომასალა