დღე: 06.10.2017

ქუთაისში, ნიკეას პირველი შესახვევი, #13-ში „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების განმსაზღვრელ კომისიამ“ სარემონტო სამუშაოები დაასრულა

წარმომადგენლობის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების განმსაზღვრელ კომისიას“ განცხადებით მომართა ქ.ქუთაისი, ნიკეას პირველი შესახვევი, #13-ში, მცხოვრებმა დევნილებმა, სადაც აღწერილი იყო შენობაში არსებული პრობლების შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით იმავე დღეს ადგილზე გავიდნენ კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები. ადგილზე დათვალიერებისას გამოიკვეთა, რომ შენობის სადარბაზოს შესასვლელი არ არის გადახურული, რის გამოც წვიმიან და თოვლიან ამინდში სადარბაზო იტბორება. პრობლემის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საჭიროა  შენობის სადარბაზოების შესასვლელის გადახურვა, რომლის ღირებულება შეადგენს 788,55 ლარს (შვიდასოთხმოცდარვა ლარი და ორმოცდათხუთმეტი თეთრი). აღნიშნულთან დაკავშირებით  შესაბამისი ფინანსური დოკუმენტების მომზადების შემდეგ სამუშაოები შესრულდა და  მიმდინარე წლის 4  ოქტომბერს ჩაბარდა.

იხ. ფოტომასალა

5 ოქტომბერი – გენოციდის მსხვერპლათა ხსოვნის დღე

რამდენიმე წელია რაც აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით 5 ოქტომბერი დაწესდა როგორც აფხაზეთში მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელებული გენოციდისა და ეთნიკური წმენდის მსხვერპლათა ხსოვნის დღე. საპატრიარქოსთან შეთანხმებით, ამ დღესთან დაკავშირებით,  იმ ქალაქებში, სადაც დევნილები მასობრივად არიან ჩასახლებული, გადაიხდება დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პარაკლისი. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, წარმომადგენლობის საკურატორო რეგიონის რამოდენიმე ქალაქში, კერძოდ,  ბათუმში, ხონსა და ქუთაისში ეს დღე პარაკლისით აღინიშნა.

კითხვის გაგრძელება