ქუთაისში, ნიკეას #21-ში „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების განმსაზღვრელ კომისიამ“ სარემონტო სამუშაოები დაასრულა

მიმდინარე წლის 6 სექტემბერს წარმომადგენლობის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების განმსაზღვრელ კომისიას“ განცხადებით მომართა ქ.ქუთაისი, ნიკეას ქ.#21, მცხოვრებმა დევნილებმა, სადაც აღწერილი იყო შენობაში არსებული პრობლების შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით იმავე დღეს ადგილზე გავიდნენ კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები. ადგილზე დათვალიერებისას გამოიკვეთა, რომ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე არის დამონტაჟებული წყლის ავზი, რომლის ახლოსაც გადის დენის სადენები. პრობლემის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საჭიროა შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული წყლის ავზის შემოღობვა და გადახურვა, რომლის ღირებულება შეადგენს 729,14 ლარს (შვიდასოცდაცხრა ლარი და თოთხმეტი თეთრი). აღნიშნულთან დაკავშირებით  შესაბამისი ფინანსური დოკუმენტების მომზადების შემდეგ წყლის ავზის გადახურვა-შემოღობვა დაფინანსდა და  მიმდინარე წლის 14 სექტემბერს ჩაბარდა.

იხ. ფოტომასალა