წარმომადგენლობაში სსიპ საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტების დამდგენი კომისიის გასვლითი სხდომა შედგა

მიმდინარე წლის 10 აგვისტოს ქ. ქუთაისში იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ოფისში გაიმართა სსიპ საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტების დამდგენი  კომისიის გასვლითი სხდომა. ეს აღნიშნული კომისიის პირველი გასვლითი სხდომა იყო რეგიონში, რასაც წინ უსწრებდა წარმომადგენლობისა და სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელების ერთობლივი ინიციატივა – შეთანხმება, რაც ერთის მხრივ მიზნად ისახავდა ვეტერანის სტატუსის მაძიებელ მოქალაქეთათვის ქ. თბილისში კომისიაზე გამოცხადებასთან დაკავშირებული გარკვეული პრობლემებისა და დისკომფორტის არმოფხვრა-მოგვარებისა და მეორეს მხრივ რეგიონში განთავსებული ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანთა წინაშე არსებული პრობლემების გაცნობას.

კომისიას ხელმძღვანელობდა სსიპ საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის უფროსის მოადგილე ბატონი ჯანრი უბირია. სხდომაზე განიხილეს 33 ვეტერანის სტატუსის მაძიებლის საქმე მათ შორის 17 აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი იყო.

სხდომის მუშაობაში დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობდა წარმომადგენლობის ხელმძღვანელი და ვეტერანთა წარმომადგენლები. სხდომის დასრულების შემდეგ გაიმართა მსჯელობა სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე, რომლებზეც მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი ხედვები, სამსახურის ხელმძღვანელებმა გასცეს გარკვეული განმარტებები და უპასუხეს ვეტერანთა წარმომადგენლების შეკითხვებს.