თვე: თვე

აფხაზეთში ომის დაწყებიდან 25 წელი გავიდა

დღეს, 14 აგვისტოს, აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 25 წელი გავიდა. ამ ტრაგიკული დღის აღსანიშნავად  იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ა/რ – ში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმოამდგენლობის ხელმძღვანელმა ზაზა ჩაჩავამ და წარმომადგენლობის თანამშრომლებმა ქ. ქუთაისში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. მემორიალზე იმყოფებოდნენ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის იმერეთის სამმართველოს უფროსი გელა ცინაძე და სამსახურის თანამშრომლები. ასევე,  ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ქუთაისის საქალაქო კავშირის თავმჯდომარე მიხეილ (გოგი) ჯანელიძე, ა/ო „აფხაზინტერკონტის“ თავმჯდომარე არჩილ ელბაქიძე და აფხაზეთის ომის ვეტერანები.

წარმომადგენლობაში სსიპ საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტების დამდგენი კომისიის გასვლითი სხდომა შედგა

მიმდინარე წლის 10 აგვისტოს ქ. ქუთაისში იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ოფისში გაიმართა სსიპ საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტების დამდგენი  კომისიის გასვლითი სხდომა. ეს აღნიშნული კომისიის პირველი გასვლითი სხდომა იყო რეგიონში, რასაც წინ უსწრებდა წარმომადგენლობისა და სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელების ერთობლივი ინიციატივა – შეთანხმება, რაც ერთის მხრივ მიზნად ისახავდა ვეტერანის სტატუსის მაძიებელ მოქალაქეთათვის ქ. თბილისში კომისიაზე გამოცხადებასთან დაკავშირებული გარკვეული პრობლემებისა და დისკომფორტის არმოფხვრა-მოგვარებისა და მეორეს მხრივ რეგიონში განთავსებული ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანთა წინაშე არსებული პრობლემების გაცნობას. კითხვის გაგრძელება

2017 წლის 9 აგვისტოს წარმომადგენლობაში შედგა რიგით მეორე შეხვედრა ქ.ქუთაისში განთავსებულ დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებთან

2017 წლის 9 აგვისტოს, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ა/რ-ში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობაში უკვე მეორედ შედგა შეხვედრა ქ.ქუთაისში განთავსებულ დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებთან. შეხვედრაზე  წარმადგენლობის ხელმძღვანელმა ზაზა ჩაჩავამ დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროს ახალი ინიციატივის შესახებ, რომელიც სამისტროს მიერ დადგენილი კატეგორიის მქონე დევნილთათავის, უფასო მედიკამენტების გაცემას ითვალისწინებს. თავის მხრივ, ამხანაგობების თავმჯდომარეებმა წამოწიეს ის პრობლემები, რომელიც შესაბამის კომპაქტური ჩასახლების ობიექტებში დგას. პრობლემები არის როგორც საყოფაცხოვრებო-კომუნალური ხასიათის, ასევე, მოიცავს ამხანაგობებსა და მერიასთან უთიერთობის ხარვეზებს. წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ჩაინიშნა და კონტროლზე აიყვანა მათი გადაწყვეტის საკითხი.

შემდეგი შეხვედრა დაიგეგმა 6 სექტემბერს

 

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ადაპტირებული გადასაადგილებელი ეტლები გადაეცათ

 

2017 წლის 3 აგვისტოს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ორგანიზაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის” ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში, იმერეთის რეგიონში განსახლებულ (ქუთაისი, სამტრედია და წყალტუბო) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ხუთ  პირს ადაპტირებული გადასაადგილებელი ეტლები გადაეცათ.

ეტლების გადაცემის პროცესს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეები მარინა ონიანი და თენგიზ კვირტია, აგრეთვე იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა და წარმომადგენლობის დევნილებთან ურთიერთობის, სოციალურ საკითხთა და რეგიონული მართვის სამსახურის უფროსი გიორგი ლეკვეიშვილი და ამავე სამსახურის წყალტუბოს რაიონული განყოფილების უფროსი თეიმურაზ კუხალაშვილი ესწრებოდნენ.