თვე: თვე

ქ.ქუთაისში „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველომ“ „ც-ჰეპატიტსა“ და „აივ“ ვირუსზე სკრინინგი ჩაატარა

2017 წლის 17-18 ივნისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების” პროგრამის ფარგლებში, ხონსა და წყალტუბოში მცხოვრებ დევნილთათვის უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევების მიმდინარეობისას სამედიცინო გამოკვლევებს შემოუერთდა „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველო“, სადაც, ჯანდაცვის სამინისტროსა და ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს შორის მოხდა სიტყვიერი შეთანხმება შემდგომში  მსგავსი გამოკვლევების ჩატარების თობაზე. შეთანხმებისამებრ, 2017 წლის 25-26 ივლისს, იმერეთის , გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რებიონებსა და აჭარის ა/რ-ში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის ინიციატივითა და მხარდაჭერით, „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველომ“ ქ. ქუთაისში დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტებში, კერძოდ: ლესელიძის #1 სასტუმრო „ხვამლი“; ლესელიძის #3 ყოფილი ფიზიკა-მათემატიკური სკოლა; ავტომშენებლის #41 „აერტოპორტის ადმინისტრაციული შენობა“, თაბუკაშვილის #98 „ყოფილი სააფთიაქო სამმართველო“ ჩაატარა სკრინინგი  „ც-ჰეპატიტსა“ და „აივ“ ვირუსზე. წარმომადგენლობის მხრიდან გამოკვლევას ორგანიზებას უწევდნენ წარმომადგენლობის დევნილებთან ურთიერთობის, სოციალურ საკითხთა და რეგიონული მართვის სამსახურის უფროსი გიორგი ლეკვეიშვილი და ამავე სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ირინე წიფიანი. სკრინინგი კვლავ გაგრძელდება წინასწარ შეთანხმებული გეგმის მიხედვით.