2017 წლის 26 ივნისს, ქ. ქუთაისში, აფხაზეთის სსიპ „ბიზნესინკუბატორსა” და სსიპ „გამწვანებისა და გარემოდაცვითი პროექტების სააგენტოს” შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

2017 წლის 26 ივნისს, ქ. ქუთაისში, აფხაზეთის სსიპ „ბიზნესინკუბატორსა” და სსიპ „გამწვანებისა და გარემოდაცვითი პროექტების სააგენტოს” შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა ალუ გამახარიამ  და   ჯუმბერ ბოიკომ   მოაწერეს ხელი.

შეთანხმება ითვალისწინებს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დასაქმების ხელშეწყობას და მათი განსახლებისა და საქმიანობის ადგილებში ეკოლოგიური მდგომარეობის  გაუმჯობესებას.

მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი მურმან ფარფალია ესწრებოდნენ. შევედრას ასევე ესწრებოდნენ ,იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ა/რ -ში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა და წარმომადგენლობის თანამშრომლები.  სტუმრებმა   „ბიზნესინკუბატორის” ტერიტორიაზე  განლაგებული და მოქმედი საწარმოები დაათვალიერეს.