ტრენინგი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში” ცვლილებების შესახებ

2017 წლის 20 ივნისს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდას” პროექტის “საქართველოში საჯარო სამსახურის რეფორმის მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოების მიერ” – ფარგლებში ჩატარდა შეხვედრა საჯარო სამსახურის რეფორმისა და საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონით გათვალისწინებულ ცვლილებებზე.  ტრენინგი ჩაატარა – „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ თამარ ფაჩულიამ  ფონდი „აფხაზინტერკონტის“ თანამშრომელ პაატა შარაშენიძესთან ერთად. ტრენინგ-სემინარს ესწრებოდნენ წარმომადგენლობის თანამშრომლები  და საიას ქუთაისის ფილიალის პროგრამების მენეჯერი ნოდარ ჯიქია. ტრენინგზე ვრცლად ისაუბრეს 2015 წლის 27 ოქტომბერს მიღებულ  „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც ძალაშია 2017 წლის 1 ივლისიდან. აღინიშნა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი ქმნის, კარიერულ წინსვლასა და დამსახურებაზე დაფუძნებულ, პროფესიულ საჯარო სამსახურს. თავდაპირველად მსმენელები გაეცნენ საჯარო სამსახურის არსს, ცნებებსა და პრინციპებს. შემდეგ  კი დრო დაეთმო ისეთ საკითხებს, როგორიცაა: საჯარო სამსახურში მიღება; კარიერის მართვა; მოხელის უფლებები და მოვალეობები; მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება.