დღე: 19.06.2017

2017 წლის 17-18 ივნისს ხონსა და წყალტუბოში მცხოვრებ დევნილთათვის უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩატარდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების” პროგრამის ფარგლებში, ხონსა და წყალტუბოში მცხოვრებ დევნილთათვის უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩატარდა. გამოკვლევები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და 450-მდე დევნილს გაეწია მომსახურება.

გამოკვლევებში მონაწილეობას იღებდნენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალ „ნიუ ვიჟენი“-ს, „აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის“, კლინიკა „ენმედიცი“-ს, თვალის კლინიკა შ.პ.ს. „ახალი მზერას“ და ჩიჩუების სამედიცინო ცენტრ „მზერას“ წამყვანი კლინიკის სპეციალისტები. მოქალაქეებმა მიიღეს კარდიოლოგის, ექოსკოპისტის, ქირურგის, თერაპევტის, ბავშვთა ნერვოლოგის, ონკოლოგის, გინეკოლოგის, მამოლოგის, ენდოკრინოლოგის, ოფთალმოლოგისა და დერმატოლოგის მომსახურება და 150 ბენეფიციარს ჩაუტარდა სკრინინგული ტესტები C-ჰეპატიტზე. სამედიცინო გამოკვლევების პარალელურად, დევნილებს უფასოდ დაურიგდათ სხვადასხვა დანიშნულების მედიკამენტი. კითხვის გაგრძელება