დღე: 02.05.2017

2017 წლის 28 აპრილს წარმომადგენლობამ წყალტუბოში მცხოვრები მახარობლიძეების მრავალშვილიანი დევნილი ოჯახი მოინახულა

2017 წლის 28 აპრილს წარმომადგენლობამ წყალტუბოში (9 აპრილის ქუჩა, მესამე შესახვევი, ელექრტომეურნეობა) მცხოვრები მახარობლიძეების მრავალშვილიანი დევნილი ოჯახი მოინახულა. ბავშვები დედამ მიატოვა, რის გამოც  ხუთ არასრულწლოვან შვილზე  მზურნველობა ბავშვების მამასა და ხანდაზმულ ბებიას აქვს აღებული. ოჯახი იმყოფება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, არის მძიმე საყოფაცხოვრებო და ეკონომიურ პირობებში.  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელსა და ქალაქის მაჟორიტართან ერთად, წარმომადგენლობის ხელმძღვანელობამ, წარმომადგენლობის თანამშრომელთა ფინანსური მხარდაჭერით, მოინახულა ოჯახი და გადასცა სურსათ-სანოვაგე.