თვე: თვე

წმინდა მოციქული სვიმონ კანანელის გზა

აფხაზეთიდან დევნილი და ადგილობრივი სამღვდელოების წარმომადგენლები უკვე მეორე წელია წმინდა მოციქული სვიმონ კანანელის სულიერ გზას ფეხით გადიან. ფეხით მსვლელობა 2017 წლის 1 მაისს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო და 21 მაისს  ენგურის ხიდზე დასრულდება.  23 მაისს კი ზუგდიდის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინება. ფეხით მოსიარულე მღვდელმსახურები, ბერები, მორჩილები წმინდა მოციქული სვიმონ კანანელის  და სხვა წმინდანთა ხატებს მოაბრძანებენ.  იმერეთის რეგიონში ისინი ჭიათურიდან შემობრძანდნენ. 11 მაისს, 5 საათზე ჭიათურის საკათედრო ტაძარში ლოცვა აღავლინეს, სადაც იმყოფებოდა ადგილობრივი და ჭიათურაში მცხოვრები დევნილი მოსახლეობა. ასევე, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ა/რ ში  აფხაზეთის ა/რ კითხვის გაგრძელება

2017 წლის 28 აპრილს წარმომადგენლობამ წყალტუბოში მცხოვრები მახარობლიძეების მრავალშვილიანი დევნილი ოჯახი მოინახულა

2017 წლის 28 აპრილს წარმომადგენლობამ წყალტუბოში (9 აპრილის ქუჩა, მესამე შესახვევი, ელექრტომეურნეობა) მცხოვრები მახარობლიძეების მრავალშვილიანი დევნილი ოჯახი მოინახულა. ბავშვები დედამ მიატოვა, რის გამოც  ხუთ არასრულწლოვან შვილზე  მზურნველობა ბავშვების მამასა და ხანდაზმულ ბებიას აქვს აღებული. ოჯახი იმყოფება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, არის მძიმე საყოფაცხოვრებო და ეკონომიურ პირობებში.  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელსა და ქალაქის მაჟორიტართან ერთად, წარმომადგენლობის ხელმძღვანელობამ, წარმომადგენლობის თანამშრომელთა ფინანსური მხარდაჭერით, მოინახულა ოჯახი და გადასცა სურსათ-სანოვაგე.