თვე: თვე

2017 წლის 21 აპრილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია სამუშაო ვიზიტით აჭარასა და იმერეთის რეგიონში იმყოფებოდა.

2017 წლის 21 აპრილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია სამუშაო ვიზიტით აჭარასა და იმერეთის რეგიონში  იმყოფებოდა.  იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიაკში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ბათუმის ოფისში იგი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა ღვაწლის შესახებ საქართველოს უახლეს ისტორიაში და  გადასცა წიგნები „მომავლისათვის მარადისობაში“, რომელიც აფხაზეთის ა/რ მთავრობის მხარდაჭერით აფხაზეთში დაღუპულ მეომართა სხოვნის უკვდავსაყოფად შეიქმნა და გამოიცა. შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის ა/რ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე, დევნილთა სამსახურის უფროსი  ბადრი კობალაძე, ვეტერანთა სამსახურის უფროსი  გიორგი ქაშიბაძე, არასამთავრობო ორგანიზაციები და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები. კითხვის გაგრძელება

წარმომადგენლობაში სამუშაო ვიზიტით აფხაზეთის ა/რ დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეები დავით მიქავა და გიორგი ბულისკერია იმყოფებოდნენ

2017 წლის 21 აპრილს იმერეთის, გურიის, რჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და  აჭარის ავტნომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ აფხაზეთის ა/რ დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეები დავით მიქავა და გიორგი ბულისკერია. წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან, მოადგილესა და სამსახურის უფროსებთან სამუშაო ვითარებაში შეხვედრისას, წარმოადგინეს ანგარიში დევნილთა დეპარტამენტის მიერ პირველ კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ და დასახეს მომავალი სამუშაო გეგმები.