თვე: თვე

წარმომადგენლობას სამუშაო ვიზიტით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე და თავმჯდომარის მოადგილე დავით მიქავა ესტუმრნენ

2017 წლის 27 მარტს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ა/რ-ში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმოამდგენლობაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე და თავმჯდომარის მოადგილე დავით მიქავა, რომლებმაც წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან ზაზა ჩაჩავასთან და წარმომადგენლობის დევნილებთან ურთიერთობის, სოციალურ საკითხთა და რეგიონული მართვის სამსახურის წყალტუბოს რაიონული განყოფილების უფროს თეიმურაზ კუხალაშვილთან ერთად, დაათვალიერეს  წყალტუბოში მიმდინარე მშენებარე ობიექტი და გაესაუბრნენ იქ მომუშავე დევნილებს და სამუშაოს მწარმოებლებს, რის შემდეგაც,  შედგა სამუშაო შეხვედრა წარმომადგენლობის თანამშრომლებთან. წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ზაზა ჩაჩავამ გააკეთა ინფორმაცია საკურატორო რეგიონში მიმდინარე სამუშაოების შესახებ. კ.კუჭუხიძემ, თავის მხრივ, გასცა დავალებები და წარმომადგენლობას გადასცა დევნილთა საქმეების დეპარტამენტის მიერ შექმნილი ბუკლეტი, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ მოქმედი სოციალური პროგრამების შესახებ.

 

წარმომადგენლობა ზესტაფონისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში განთავსებულ დევნილ მოსახლეობას შეხვდა

სამოქმედო რეგიონში განთავსებულ, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობასთან გასვლითი შეხვედრების პროგრამის ფარგლებში, რომელის მიზანს დევნილთა ინფორმირებულობის დონის ამაღლება, მათ წინაშე არსებული პრობლემების შესწავლა და აღმოფხვრის ხელშეწყობა წარმოადგენს,  იმერეთის, გურიის , რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა, მიმდინარე წლის 1 მარტს შეხვდა ზესტაფონისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას. კითხვის გაგრძელება