წარმომადგენლობა სამტრედიის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა

მიმდინარე წლის 24 თებერვალს, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა, წარმომადგენლობის დევნილებთან ურთიერთობის, სოციალურ საკითხთა და რეგიონული მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტები გიგლა მერცხულავა და ირინე წიფიანი სამოქმედო რეგიონში განთავსებული აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობასთან გასვლითი შეხვედრების პროგრამის ფარგლებში შეხვდა სამტრედიის მუნიციპალიტეტში  იგპ-თა ჩასახლებებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს.

მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით  მათ მიეწოდათ  ინფორმაციები იმ სერვისებისა და სოციალური პროგრამების შესახებ, რომლებიც გათვალისწინებულია 2017 წლის სახელმწიფო ცენტრალური, მუნიციპალური, ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის, აფხაზეთის მთავრობისა და წარმომადგენლობის ბიუჯეტებით. ჩასახლებების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებსა და თემის ლიდერებს გადაეცათ ნაბეჭდი საინფორმაციო მასალებიც. კომპეტენციის ფარგლებში გაეცათ პასუხები მათ მიერ დასმულ შეკითხვებს და გაეწიათ კონსულტაციები საინტერესო საკითხებზე.