წარმომადგენლობა ვანი-ბაღდათის მუნიციპალიტეტში ორგანიზებულად ჩასახლებულ დევნილებს შეხვდა

IMG_20170210_1555042017 წლის 10 თებერვალს, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა, სამოქმედო რეგიონში განთავსებული აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის ამაღლების, მათ წინაშე არსებული პრობლემების შესწავლისა და აღმოფხვრის ხელშეწყობის მიზნით,  გასვლითი შეხვედრების პროგრამის ფარგლებში, შეხვდა ვანისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში ორგანიზებულად ჩასახლებულ დევნილებს.

შეხვედრებზე მოქალაქეებს მიეწოდათ ინფორმაციები და გადაეცათ სათანადო ნაბეჭდი მასალა საქართველოს ცენტრალური, დევნილთა სამინისტროს, აფხაზეთის მთავრობის, საქართველოს ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურისა და შესაბამისი მუნიციპალიტეტების  2017 წლის ბიუჯეტებით გათვალისწინებულ ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფისა და საარსებო წყაროებზე დევნილთა ხელმისაწვდომობის პროგრამებისა და სხვადასხვა სერვისების შესახებ. შესწავლილ იქნა  საყოფაცხოვრებო, სოციალური და სხვა ინდივიდუალური სახის პრობლემები.  კომპეტენციის ფარგლებში დევნილებს მიეცათ სათანადო განმარტებები და რეკომენდაციები მათი მოგვარებისათვის, გაეცათ პასუხები მათთვის საინტერესო შეკითხვებს.

ვიზიტისას მოეწყო  წარმომადგენლობის ხელმძღვანელისა (ზაზა ჩაჩავა) და ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებელის მოვალეობის შემსრულებელის (არჩილ გოგსაძე) შეხვედრა, რომელზეც მხარეებმა, კომპეტენციის ფარგლებში, დასახეს მომავალი თანამშრომლობის გზები დევნილთა წინაშე არსებული პრობლემების დაძლევის საქმეში.

ზემოთ აღნიშნული პროგრამის ფორმატით, წინასწარ შემუშავებული  სამუშაო გეგმისა და განრიგის შესაბამისად წარმომადგენლობა კვლავ გააგრძელებს შეხვედრებს სამოქმედო რეგიონებში განთავსებულ დევნილ მოსახლეობასთან.

IMG_20170210_131057 IMG_20170210_131052 IMG_20170210_150159 IMG_20170210_155523