2017 წლის 31 იანვარს წარმომადგენლობაში ერთჯერადების პირველი სხდომა გაიმართა

მიმდინარე წლის 31 იანვარს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში ჩატარდა „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის“ კომისიის რიგით პირველი სხდომა. სხდომაზე განხილულ იქნა 55 განცხადება, დაკმაყოფილდა 48 განცხადება, ერთი განცხადება ზაკ 80-ე მუხლის საფუძველზე შემდგომი რეაგირებისათვის გადაიგზავნა აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობაში, 7 განცხადების განხილვა სხვადასხვა მიზეზით გადაიდო შემდეგი სხდომისათვის.