თვე: თვე

წარმომადგენლობა სამტრედიის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა

მიმდინარე წლის 24 თებერვალს, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა, წარმომადგენლობის დევნილებთან ურთიერთობის, სოციალურ საკითხთა და რეგიონული მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტები გიგლა მერცხულავა და ირინე წიფიანი სამოქმედო რეგიონში განთავსებული აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობასთან გასვლითი შეხვედრების პროგრამის ფარგლებში შეხვდა სამტრედიის მუნიციპალიტეტში  იგპ-თა ჩასახლებებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს.

მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით  მათ მიეწოდათ  ინფორმაციები იმ სერვისებისა და სოციალური პროგრამების შესახებ, რომლებიც გათვალისწინებულია 2017 წლის სახელმწიფო ცენტრალური, მუნიციპალური, ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის, აფხაზეთის მთავრობისა და კითხვის გაგრძელება

წარმომადგენლობა ხონის ყოფილ სამხედრო დასახლებაში ჩასახლებულ დევნილებს შეხვდა

იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა აგრძელებს შეხვედრებს სამოქმედო რეგიონში დროებით განთავსებულ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობასთან, მათი ინფორმირებულობის დონის ამაღლებისა და მათ წინაშე არსებული პრობლემების შესწავლა-მონიტორინგის მიზნით. კითხვის გაგრძელება

წარმომადგენლობა ვანი-ბაღდათის მუნიციპალიტეტში ორგანიზებულად ჩასახლებულ დევნილებს შეხვდა

IMG_20170210_1555042017 წლის 10 თებერვალს, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა, სამოქმედო რეგიონში განთავსებული აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის ამაღლების, მათ წინაშე არსებული პრობლემების შესწავლისა და აღმოფხვრის ხელშეწყობის მიზნით,  გასვლითი შეხვედრების პროგრამის ფარგლებში, შეხვდა ვანისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში ორგანიზებულად ჩასახლებულ დევნილებს. კითხვის გაგრძელება

2017 წლის 31 იანვარს წარმომადგენლობაში ერთჯერადების პირველი სხდომა გაიმართა

მიმდინარე წლის 31 იანვარს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში ჩატარდა „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის“ კომისიის რიგით პირველი სხდომა. სხდომაზე განხილულ იქნა 55 განცხადება, დაკმაყოფილდა 48 განცხადება, ერთი განცხადება ზაკ 80-ე მუხლის საფუძველზე შემდგომი რეაგირებისათვის გადაიგზავნა აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობაში, 7 განცხადების განხილვა სხვადასხვა მიზეზით გადაიდო შემდეგი სხდომისათვის.