მცირეფასიან სარემონტო სამუშაოების ჩატარებაზე განცხადებების მიღება დაიწყო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 20 იანვრის #2 დადგენილებით დამტკიცებული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი  სარემონტო სახის სამუშაოების ჩატარების წესის საფუძველზე დაიწყო განცხადებების მიღება. განცხადებები მიიღება მისამართზე ქუთაისი, ირ.აბაშიძის ქ.#27, მესამე სართული. კომისიის თავმჯდომარე თეიმურაზ წულაია. დეტალურად იხილეთ.