აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 20 იანვრის #1 დადგენილებით დამტკიცებული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესის“ საფუძველზე, წარმომადგენლობაში ერთჯერადი მატერიალური დახმარების მისაღებად განცხადებების მიღება უკვე დაიწყო. განცხადებები მიიღება მისამართებზე: ქუთაისი, ირ. აბაშიძის #27, მესამე სართული; წყალტუბო, რუსთაველის ქ.# 25, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობა, წარმომადგენლობის წყალტუბოს რაიონული განყოფილება; ბათუმი, გორგასლის ქ.#141, სსიპ – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის შენობა. იხილეთ კატეგორიებისა და წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი.