თვე: თვე

მცირეფასიან სარემონტო სამუშაოების ჩატარებაზე განცხადებების მიღება დაიწყო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 20 იანვრის #2 დადგენილებით დამტკიცებული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი  სარემონტო სახის სამუშაოების ჩატარების წესის საფუძველზე დაიწყო განცხადებების მიღება. განცხადებები მიიღება მისამართზე ქუთაისი, ირ.აბაშიძის ქ.#27, მესამე სართული. კომისიის თავმჯდომარე თეიმურაზ წულაია. დეტალურად იხილეთ.

ერთჯერადი მატერიალურ დახმარებებზე განცხადებების მიღება დაიწყო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 20 იანვრის #1 დადგენილებით დამტკიცებული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესის“ საფუძველზე, წარმომადგენლობაში ერთჯერადი მატერიალური დახმარების მისაღებად  განცხადებების მიღება უკვე დაიწყო. განცხადებები მიიღება მისამართებზე: ქუთაისი, ირ. აბაშიძის #27, მესამე სართული; წყალტუბო, რუსთაველის ქ.# 25, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობა, წარმომადგენლობის  წყალტუბოს რაიონული განყოფილება; ბათუმი, გორგასლის ქ.#141,  სსიპ – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის შენობა. იხილეთ კატეგორიებისა და წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი.

13 იანვარს, ქ. ქუთაისში, საქართველოს პარლამენტმა საახალწლო ნაძვის ხის ზეიმზე 200 დევნილ მოზარდს უმასპინძლა.

15991522_1227152143988766_2078135895_o

13 იანვარს, ქ. ქუთაისში, საქართველოს პარლამენტმა საახალწლო ნაძვის ხის ზეიმზე 200 დევნილ მოზარდს უმასპინძლა.  ბავშვებს 2017 წლის დადგომა მოულოცეს და საახალწლო საჩუქრები გადასცეს პარლამენტის თავმჯდომარემ ბატონმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის წევრებმა, რის შემდეგაც საზეიმო ღონისძიებამ ქ. ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გადაინაცვლა, სადაც ბავშვებს წარმოუდგინეს სპექტაკლი „ჭინჭრაქა“.  კითხვის გაგრძელება