ქ. წყალტუბოში ქალაქის დღესასწაული – „შემოდგომის წყალტუბო“ აღინიშნა.

img_20161112_1346392016 წლის 12 ნოემბერს, ქ. წყალტუბოში  ქალაქის დღესასწაული – „შემოდგომის წყალტუბო“ აღინიშნა. ჩატარდა სპორტული ღონისძიებები, ყვავილებისა და ხელნაკეთი ნამუშევრების, გამოფენა. ბაღებმა და სკოლებმა წარმოადგინეს მრავალფეროვანი გასართობი  პროგრამა, ცეკვის სტუდიამ და სამუსიკო სკოლამ საცეკვაო და მუსიკალური ნომრები. ღონისშიებაში აქტიურად ჩართული იყო ქალაქში მცხოვრები დევნილი საზოგადოება, ბავშვები, რომლებიც ღონისძებებში იღებდნენ მონაწილეობას.  სპეციალურად მოწყობილ აფხაზეთის ფაცხაში გამოფენილი იყო დევნილ ბავშვთა ნამუშევრები, მსურველებს შეეძლოთ მეგრული კერძების დაგემოვნება. ღონისძიებას ესწრებოდნენ როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ასევე აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობა.

img_20161112_135955 img_20161112_140100

აღსანიშნავია, რომ დევნილებს ქალაქში კულტურის, განათლების თუ სხვა სფეროში გამორჩეული ადგილი უჭირავთ.  საზეიმო ღონისძიება გახსნა წყალტუბოს სამუსიკო სკოლის ვოკალურ-ინსტრუმენტულმა ანსამბლმა „აისი“, რომლის ხელმძღვანელი აფხაზეთიდან დევნილი, ნიჭიერი ახალგაზრდა  ნოშრევან ანთიაა. ასევე, წყალტუბოს ერთ-ერთი წამყვანი ცეკვის ანსამბლის „სიონი“ ქორეოგრაფია აფხაზეთიდან დევნილი გიორგი რეხვიაშვილი.

დღის ბოლოს ღონისძიება დასრულდა გალა კონცერტით, სადაც ქუთაისის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი და სახელმწიფო ანსამბლი გამოვიდა. აჟღერდა წყალტუბოს ჰიმნი და დაჯილდოვდნენ ქალაქის  საპატიო მოქალაქეები.