დღე: 14.11.2016

ქ. წყალტუბოში ქალაქის დღესასწაული – „შემოდგომის წყალტუბო“ აღინიშნა.

img_20161112_1346392016 წლის 12 ნოემბერს, ქ. წყალტუბოში  ქალაქის დღესასწაული – „შემოდგომის წყალტუბო“ აღინიშნა. ჩატარდა სპორტული ღონისძიებები, ყვავილებისა და ხელნაკეთი ნამუშევრების, გამოფენა. ბაღებმა და სკოლებმა წარმოადგინეს მრავალფეროვანი გასართობი  პროგრამა, ცეკვის სტუდიამ და სამუსიკო სკოლამ საცეკვაო და მუსიკალური ნომრები. ღონისშიებაში აქტიურად ჩართული იყო ქალაქში მცხოვრები დევნილი საზოგადოება, ბავშვები, რომლებიც ღონისძებებში იღებდნენ მონაწილეობას.  სპეციალურად მოწყობილ აფხაზეთის ფაცხაში გამოფენილი იყო დევნილ ბავშვთა ნამუშევრები, მსურველებს შეეძლოთ მეგრული კერძების დაგემოვნება. ღონისძიებას ესწრებოდნენ როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ასევე აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობა. კითხვის გაგრძელება