ქ. ქუთაისში აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში განხორციელებული მშვიდობიანი ქართული მოსახლეობის გენოციდისა და ეთნოწმენდის მსხვერპლთა ხსოვნის დღე აღინიშნა

14585285_1126880174015964_1630377796_n-1„აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში განსახორციელებელი მშვიდობიანი ქართული მოსახლეობის გენოციდისა და ეთნოწმენდის მსხვერპლთა ხსოვნის დღესთან“ დაკავშირებით ქ. ქუთაისში, წმ. სვიმონ კანანელის სახელობის ტაძარში, დილის 11 საათზე, ტაძრის წინამძღვარმა მამა ზურაბმა (სუბელიანი) ჩაატარა გენოციდის მსხვერპლთა მოსახსენიებელი პარაკლისი, რომელსაც დაესწრო აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ჯემალ გამახარია, შოთა ხეცურიანი და ნუგზარ მგალობლიშვილი, მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი ქუთაისში კობა ნარჩემაშვილი,  იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობა, არასამთავრობო ორგანიზაციები,  უნივერსიტეტის წარმომადგენლები, კადეტთა ლიცეუმის ხელმძღვანელი, ოფიცრები და კურსანტები, აფხაზეთის ომის ვეტერანები, დევნილი საზოგადოება.

14608196_1126879924015989_510153494_n14608069_1126880104015971_2124686888_n 14593718_1126880360682612_974310486_n 14569022_1126880310682617_2096314651_n