ხონის სამხედრო დასახლების ტერიტორიაზე არსებულ მემორიალზე შეიკრიბა ადგილობრივი თვითმმართველობა

imgpsh_fullsize-1ხონის სამხედრო დასახლების ტერიტორიაზე არსებულ მემორიალზე 12:30 საათზე შეიკრიბა ადგილობრივი თვითმმართველობა, იმერეთის, გურიის, რაჭალეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობა,   აფხაზეთის ომის ვეტერანები და დევნილი საზოგადოება. გვირგვინით შეამკეს მემორიალი.

მემორიალზე იმყოფებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ბატონი ვახტანგ ყოლბაია,  პატივი მიაგო საქარტველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალს. იქვე გაესაუბრა დამსწრე დევნილ მოქალაქეებს მოისმინა მათი პრობლემები და აღუქვა დახმარება. საღამოს 6 საათზე კი დაესწრო აფხაზეთის მოზარდ მაყურებელთა თეატრის „თეთრი ტალღა“ სპექტაკლს „გამარჯობა სოხუმო“, რომელიც ჩატარდა ხონის თეატრში. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა აფხაზეთის ა.რ. განათლებისა და კულტურის მინისტრი ბ-ნი დ. ჯაიანი.

imgp