დღე: 27.09.2016

მამა ზურაბმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა პატივსაცემად გადაიხადა პარაკლისი

14445732_1118630861507562_1754149625_n

11 საათზე ავტოქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე ქუთაისის წმინდა სვიმონ კანანელის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა მამა ზურაბმა (სუბელიანი)  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა პატივსაცემად გადაიხადა პარაკლისი, ესწრებოდა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი რატიელ ხეჩიკაშვილი, მხარის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, ქალაქის მერიის, რეგიონის ვეტერანთა დეპატრამენტის ხელმძღვანელი პირები, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობა, ლტოლვლთა და განსახლების სამმართველოს იმერეთის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლები, კადეტთა ლიცეუმის ხელმძღვანელი ზაზა კეკელია და ლიცეუმის კურსანტები.

კითხვის გაგრძელება

წყალტუბოში, იმ ადგილას, სადაც წლებია საზოგადოება იკრიბება 9 აპრილსა და აფხაზეთის ომში დაღუპულთა პატივსაცემად, გაკეთდა ახალი მემორიალი.

 fullsize-1მიმდინარე  წელს, წყალტუბოში, იმ ადგილას, სადაც წლებია საზოგადოება იკრიბება 9 აპრილსა და აფხაზეთის ომში დაღუპულთა პატივსაცემად, გაკეთდა ახალი მემორიალი. 27 სექტემბერს მოხდა მემრიალის გახსნა, პარაკლისი ჩაატარა წყალტუბოს ეკლესიის წინამძღვარმა მამა გიორგიმ (ხარაბაძე). ღონისძიება დაიწყო 11 საათზე.  მათ ყვავილებით შეამკეს მემორიალი.

კითხვის გაგრძელება

ხონის სამხედრო დასახლების ტერიტორიაზე არსებულ მემორიალზე შეიკრიბა ადგილობრივი თვითმმართველობა

imgpsh_fullsize-1ხონის სამხედრო დასახლების ტერიტორიაზე არსებულ მემორიალზე 12:30 საათზე შეიკრიბა ადგილობრივი თვითმმართველობა, იმერეთის, გურიის, რაჭალეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობა,   აფხაზეთის ომის ვეტერანები და დევნილი საზოგადოება. გვირგვინით შეამკეს მემორიალი.

კითხვის გაგრძელება

27 სექტემბერი აღინიშნა ქ. ქუთაისის დევნილთა სკოლებშიც

imgpsh_fullsize

27 სექტემბერი აღინიშნა ქ. ქუთაისის დევნილთა სკოლებშიც. 12 საათზე სკოლის ეზოებში მოსწავლეთა მონაწილეობით მოეწყო ტეატრალიზებული წარმოდგენა აფხაზეთზე, ასევე, წარმოადგინეს მუსიკალური ნომრები, წაიკითხეს ლექსები და საკუთარი ნოველები აფხაზეთზე.