სამხედრო აღრიცხვის, მობილიზაციისა და გაწვევის სამსახურის უფროსი

034ea93d26deaf6c6ca6d0eaa4b22d027700998fc3e38d55c4pimgpsh_fullsize_distr

ზურაბ  ლაბარტყავა

სამხედრო აღრიცხვის, მობილიზაციისა და გაწვევის სამსახურის უფროსი

ზურაბ სალიფის ძე ლაბარტყავა დაიბადა 1948 წლის 10 მაისს აბაშაში. 1966 წელს დაამთავრა ქ. სოხუმის, აკ.წერეთლის სახელობის საშუალო სკოლა და იმავე წელს ჩაერიცხა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში მექანიზაციის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1976 წელს და მიენიჭა ინჟინერ-მექანიკოსის კვალიფიკაცია.

1973-1975 წლებში მსახურობდა სსრკ შეიარაღებულ ძალებში;

1976-1992 წლებში  მუშაობდა სოხუმის დოსააფის თავმჯდომარედ, ხოლო შემდეგ აფხაზეთის ა/რ დოსააფის თავმჯდომარედ.

1995-2000 წლებში მუშაობდა აფხაზეთის ა/რ კომისარიატის, იმერეთის განყოფილებაში პასუხისმგებელ შემსრულებლად.

2003 წლიდან მუშაობს იმერეთის რეგიონში აფხაზეის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობაში სამხედრო აღრიცხვის, მობილიზაციისა და გაწვევის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე.

არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის ვეტერანი.

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.