წარმომადგენლობის ხელმძღვანელი

4ad23da8373f235d4fd33e97ecf07dbf2244d8c81fa3f42db5pimgpsh_fullsize_distr

ზაზა ამირანის ძე ჩაჩავა, დაიბადა 1962 წლის 6 მარტს, ქ. ქუთაისში. 1979 წელს დაამთავრა ვ. კომაროვის სახელობის ქ. სოხუმის მე-19-ე სკოლა. იმავე წელს ჩაირიცხა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში მექანიზაციის ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1984 წელს  და მიენიჭა ინჟინერ-მექანიკოსის კვალიფიკაცია.

 1984-1985 წლებში მუშაობდა გულრიფშის რაიონის, სოფ. ვლადიმიროვკის კოლმეურნეობაში მთავარი ინჟინერის თანამდებობაზე.

1985 წელს წელს ჩააბარა სსმი ასპირანტურაში, რომელიც დაამთავრა 1989 წელს და მუშაობა დაიწყო იმავე ინსტიტიუტის ჰიდრავლიკის, თეორიული მექანიკის, ხაზვისა და მხაზველობითი გეომეტრიის კათედრაზე. არის ათამდე მეთოდური მითითებისა და ერთი სახელმძღვანელოს ავტორი და თანაავტორი.

1986-87 წლებში მსახურობდა სსრკ შეიარაღებულ ძალებში, მინიჭებული აქვს ლეიტენანტის წოდება;

1992-93 წლებში იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მეორე საარმიო კორპუსის საარტილერიო ჯარების შტაბის უფროსი, მოგვიანებით, კი ამავე კორპუსის ოპერატიული განყოფილების უფროსის მოადგილე. მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის სხვადასხვა საბრძოლო ოპერაციაში. დაჯილდოებულია მედლით „საბრძოლო დამსახურებისათვის“. არის თადარიგის მაიორი, სამხედრო სპეციალობით – არტილერისტი;

1995 წლიდან მუშაობს იმერეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობაში სხვადასხვა თანამდებობაზე. 2008 წლის 23 თებერვლიდან არის წარმომადგებლობის ხელმძღვანელი.

2007 წელს დაამთავრა ზ. ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის კურსი;

2008 წელს მშვიდობის მსოფლიო ფედერაციის მიერ მიენიჭა „მშვიდობის ელჩის“ წოდება. არის ფონდ „ჰორიზონტის“ ექსპერტი საქართველოს განათლების რეფორმების საკითხებში.

 ჰყავს მეუღლე – მარინე ბურჯალიანი, ფარმაცევტ-პროვიზორი და ერთი ვაჟი  – ზურაბ ჩაჩავა, 15 წლის.