დევნილებთან ურთიერთობის, სოციალურ საკითხთა და რეგიონული მართვის სამსახური

გიორგი ლეკვეიშვილი

სამსახურის უფროსი

გიორგი თეიმურაზის ძე ლეკვეიშვილი დაიბადა 1986 წლის 3 იანვარს, ქ. ტყვარჩელში. 2007 წელს დააბთავრა აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა სამართალმცოდნის კვალიფიკაცია.

2005-2006 წლებში მსახურობდა შსს სპეციალური ობიექტების დაცვის სამმართველოში.

2007 -2015 წლებში მუშაობდა იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და აჭარის ა/რ-ში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობაში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე.

2015 წლის ნოემბრიდან არის იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  მთავრობის წარმომადგენლობის დევნილებთან ურთიერთობის, სოციალურ საკითხთა და  რეგიონული მართვის სამსახურის უფროსი.

ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.