ბესიკ ნერონის ძე ჭანტურია, დაიბადა 1974 წლის 29 ივლისს მარტვილში. 1997 წელს წარჩინებით დაამთავრა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო ინსტიტუტი აგროსამრეწველო კომპლექსის დარგთა ეკონომიკისა და მართვის სპეციალობით, კვალიფიკაცია ეკონომისტ-მენეჯერი.
1997-1998 წლებში მუშაობდა ქ. ქუთაისში, გაზეთ „ცხუმის“ რედაქციის ეკონომიკის განყოფილების კორესპონდენტად;
1998-1999 წლებში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში;
1999-2001 წლებში ქ. ქუთაისში, გაზეთ „ცხუმის“ ეკონომიკის განყოფილების რედაქტორად.
2001-2004 წლებში იყო იმერეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის მრჩეველი დევნილ ახალგაზრდობის საკითხებში; 2005 -2007 წლებში ამავე წარმომადგენლობაში უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე.
2007-2015 წლებში მუშაობდა იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობაში დევნილებთან ურთიერთობის, სოციალურ საკითხთა და რეგიონული მართვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე;
2015 წლის 01 ოქტომბრიდან დაინიშნა იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში აპარატის უფროსის თანამდებობაზე.
ჰყავს მეუღლე თამარ ფაჩულია, იურისტი და ორი შვილი.