წარმომადგენლობა თერჯოლის მუნიციპალიტეტში განსახლებულ დევნილებს შეხვდა

2018 წლის 11 აპრილს წარმომადგენლობის თანამშრომლები ჭიათურასა და საჩხერის მუნიციპალიტეტებში განთავსებულ კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ. შეხვედრაზე დევნილებს მიეწოდათ ინფორმაციები აფხაზეთის ა/რ  მთავრობისა, აფხაზეთის  ა/რ ჯანდაცვის სამინისრტოს, წარმოადგენლობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესახებ. ამავდროულად, მოისმინეს დევნილი მოსახლეობის პრობლემები და  დაისახა გზები წამოჭრილი პრობლემების მოგვარებისათვის.

ქ.ქუთაისი, დადიანის ქ.#10-ში მცხოვრებმა „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების განმსაზღვრელ კომისიამ“ სარემონტო სამუშაოები დაასრულა.

წარმომადგენლობის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების განმსაზღვრელ კომისიას“ განცხადებით ქ.ქუთაისში, დადიანის ქ.#10-ში მცხოვრებმა  დევნილებმა, სადაც აღწერილი იყო შენობაში არსებული პრობლების შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით იმავე დღეს ადგილზე გავიდნენ კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები. ადგილზე დათვალიერებისას გამოიკვეთა, რომ საჭიროა ორი სადარბაზოს შესასვლელის გადახურვა.  პრობლემის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ სამუშაოების ღირებულება შეადგენს დაახლოებით 800 ლარს. (რვაასი). აღნიშნულთან დაკავშირებით  შესაბამისი ფინანსური დოკუმენტების მომზადების შემდეგ სამუშაოები შესრულდა და  მიმდინარე წლის 23 მარტს ჩაბარდა.

იხ. ფოტომასალა

ქ.ქუთაისში, აღმაშენებლის 4ა, ყოფილი ბეტონის ქარხნის ადმინისტრაციულ შენობაში „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების განმსაზღვრელ კომისიამ“ სარემონტო სამუშაოები დაასრულა.

წარმომადგენლობის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების განმსაზღვრელ კომისიას“ განცხადებით ქ.ქუთაისში, აღმაშენებლის 4ა, ყოფილი ბეტონის ქარხნის ადმინისტრაციულ შენობაში  მცხოვრებმა დევნილებმა, სადაც აღწერილი იყო შენობაში არსებული პრობლების შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით იმავე დღეს ადგილზე გავიდნენ კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები. ადგილზე დათვალიერებისას გამოიკვეთა, რომ საჭიროა ორი სადარბაზოს შესასვლელის გადახურვა.  პრობლემის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ სამუშაოების ღირებულება შეადგენს დაახლოებით 800 ლარს. (რვაასი). აღნიშნულთან დაკავშირებით  შესაბამისი ფინანსური დოკუმენტების მომზადების შემდეგ სამუშაოები შესრულდა და  მიმდინარე წლის 29 მარტს ჩაბარდა.

იხ. ფოტომასალა

 

ქუთაისში, აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე კიპარისები დაირგო

დღეს იმერეთის გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ა/რ-ში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის ინიციატივით ქუთაისში, აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე კიპარისები დაირგო. აღნიშნული ინიციატივა განხორციელდა აფხაზეთის ა/რ სოფლის მეოურნეობის დეპარტამენტის მხარდაჭერით, რომლებმაც წარმომადგენლობას უსასყიდლოდ გადასცეს კიპარისების ნერგები. აქციაში მონაწილეობდნენ წარმომადგენლობის თანამშრომლები და აფხაზეთის ომის ვეტერანები.

 

1993 წლის 16 მარტს სოხუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ა/რ – ში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის ბათუმის ოფისის თანამშრომლებმა, ვეტერანებმა და დევნილმა საზოგადოებამ, ადგილობრივი სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებმა ბათუმში, ჟიული შარტავას ბიუსტთან, აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ბათუმში წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა, აფხაზეთიდან დევნილმა მამა გიორგიმ გმირულად დაღუპული მებრძოლების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. შეკრებილებმა 25 წლის წინანდელი მოვლენები გაიხსენეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

 

წარმომადგენლობამ აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

1993 წლის 15-16 მარტს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, თანამშრომლებმა და აფხაზეთის ომის ვეტერანებმა ქუთაისში აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას

 

 

იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმოადგენლობა ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ  გარდაიცვალა წარმომადგენლობის თანამშრომელი, აფხაზეთის საზოგადოების ღირსეული წარმომადგენელი, გაგრიდან დევნილი, ქუთაისის ყოფილი ვიცე-მერი,  რამინ ვალიკოს ძე კიზირია და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს.

გამოსვენება –  ხუთშაბათს, 8 მარტს, 3 საათზე.

მისამართი – ქუთაისი,  ილ.ჭავჭავაძის გამზ. N 58, ყოფ.სამუსიკო სკოლა 44 (კორპ. ბ)